ხომ უნდა იცოდეთ ვისთან გაქვთ საქმე!
Gurfy - ინტერიერის დიზაინ სტუდია, რომელიც ემსახურება მათ, ვისაც სურს დახვეწილი, ფუნქციური და ინდივიდუალურად მორგებული სივრცე. ჩვენ გვჯერა, რომ ინტერიერი არ არის მხოლოდ კედლები და ავეჯი - ის უნდა გამოხატავდეს ადამიანის ხასიათს, სტილს და ყოველდღიურობას.
ჩვენ ვმუშაობთ მაღალი დონის პროექტებზე, ძირითადად დიდი ბინებისა და სახლების ინტერიერზე, სადაც დეტალებს აქვს მნიშვნელობა და ხარისხი არის მთავარი ღირებულება. ვთავაზობთ დიზაინის სრულ ციკლს - კონცეფციიდან ვიზუალიზაციამდე, ტექნიკურ ნახაზებამდე და რეალიზაციამდე.
Gurfy - ში თითოეული პროექტი იქმნება სიღრმისეულად გააზრებული გეგმით, თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფით (Archicad, 3ds Max), და, რაც მთავარია, გულით.
თუ ეძებ დიზაინერს, რომელიც მოგისმენს, გაითვალისწინებს შენს სურვილებს და შექმნის ისეთ სივრცეს, სადაც ნამდვილად თავს კარგად იგრძნობ - სწორ ადგილას ხარ.
შემოთავაზებები რომელსაც გვერდს ვერ აუვლი !
Start – თქვენი დიზაინის პროცესის საიმედო დასაწყისი. ჩვენი გუნდი ახორციელებს ობიექტის პროფესიონალურ და დეტალურ აზომვას, შედეგს ვამზადებთ DWG ფაილში. ეს უზრუნველყოფს მაქსიმალურ სიზუსტეს, აჩქარებს შემდგომ სამუშაოებს და გამორიცხავს შეცდომებს. განსაკუთრებით სასარგებლოა, თუ თქვენი დიზაინერი უცხოეთშია და ვერ ახერხებს ადგილზე მისვლას.
2D დიზაინი – მოიცავს ზუსტ გეგმარებას, ავეჯის სწორ განლაგებას, ელექტრო წერტილებისა და სანტექნიკის ადგილმდებარეობას. ვამზადებთ დეტალურ ნახაზებს, რომლებიც ხელოსნებს აძლევს მკაფიო ინსტრუქციებს და ამარტივებს სამუშაოს პროცესს. შედეგი – გამართული, პრაქტიკული და პროფესიონალურად დაგეგმილი ინტერიერი, სადაც არაფერი რჩება შემთხვევითობას.
3D დიზაინი – ინტერიერის დაგეგმვის თანამედროვე გზა. დეტალური ტექნიკური ნახაზების საფუძველზე ვქმნით რეალისტურ ვიზუალს, სადაც შერჩეულია ფერები, განათებები და ავეჯი. თქვენ წინასწარ ხედავთ, როგორ გარდაიქმნება სივრცე მყუდრო და ელეგანტურ გარემოდ. ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, მიიღოთ ზუსტი სურათი თქვენი მომავალი სახლის შესახებ.
კონტროლი – პრემიუმ სერვისი მათთვის, ვისაც სურს იდეალური შედეგი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ჩვენი გუნდი მართავს პროცესს თავიდან ბოლომდე: ვაკონტროლებთ თითოეულ დეტალს, ვამოწმებთ ხარისხს ვიზიტებით და გაწვდით სრულ ანგარიშს. თქვენ მხოლოდ სარგებლობთ შედეგით – სრულყოფილი ინტერიერი გარანტირებული ზედამხედველობით.
ბრენდები ვისთანაც ჩვენ ვმუშაობთ და ვის
პროდუქციასაც ჩვენ ვიყენებთ